ებრაელები
ისტორია:
საყოველთაოდ ცნობილია, რომ ებრაელები განდევნილ იქნენ თავიანთი ისტორიული სამშობლოს უდიდესი ნაწილიდან და განსახლდნენ სხვადასხვა ქვეყნებში, სადაც ცხოვრობდნენ განადგურებისა და ასიმილაციის მუდმივი შიშით, მაგრამ ასეთ საფრთხეს არასდროს ჰქონია ადგილი საქართველოში. ანტიკური დროიდან ამ ქვეყანაში ეს ორი ხალხი ცხოვრობდა და დღემდე ცხოვრობს ურთიერთპატივისცემით, ერთიანი გაგებით და ა.შ.
ლეგენდის მიხედვით, რომელიც შემოგვინახა ქართულმა საისტორიო წყარომ `ქართლის ცხოვრებამ~ (ქართველთა წმინდა წიგნი), როდესაც იერუსალიმიდან საქართველოში ჩამოვიდნენ ელჩები ქრისტეს მოსალოდნელი დასჯის ცნობით, ორი ქართველი ებრაელი ელიოზ კარსნელი და ლონგინოზ მცხეთელი გაემგზავრნენ იერუსალიმს. ელიოზის დედა შეევედრა თავის შვილს არ მიეღო მონაწილეობა ამ ეშმაკისეულ საქმეში, რომელიც დანაშაულად ჩაითვლებოდა. როდესაც იერუსალიმში ქრისტე ჯვარს აცვეს, ლონგინოზის დედამ იგრძნო ეს ამბავი და გარდაიცვალა. ქართველი ებრაელები დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყანაში და თან ჩამოიტანეს ღმერთის ტანსაცმელი (ტუნიკი). ელიოზის დამ ციდონიამ იგი გულში ჩაიკრა და მაშინვე გარდაიცვალა. თქმულების მიხედვით, ეს ღმერთის მოსასხამი კვართი დამარხულია ელიოზის დასთან ერთად მცხეთის წმინდა მიწაში სვეტიცხოველში.
ებრაელები ქართველებს იცნობენ ანტიკური ხანიდან და პირიქით. ცნობილია, რომ საქართველოს შესწავლა იერუსალიმში ჩაისახა XII საუკუნეში, ხოლო ებრაული პრობლემატიკის შესწავლას საქართველოში ძველი ტრადიციები გააჩნია.
ქართული წყაროები ბიზანტიის იმპერიიდან ებრაელთა დასავლეთ საქართველოში ჩამოსვლას VI საუკუნეს მიაკუთვნებენ, ხოლო ებრაელთა უფრო ფართო მიგრაციას 3,000 კაცის რაოდენობით ადგილი ჰქონდა აღმოსავლეთ საქართველოში. ძველი ქართული საისტორიო ნაწარმოებები ებრაელთა პირველი ტალღის გამოჩენას უკავშირებენ ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორის მიერ იერუსალიმის დაპყრობასა და განადგურებას.
მოქცევაი ქართლის ქრონიკა ებრაელთა ამ დასახლებას მცხეთაში ათარიღებს ძვ.წ. 169 წლით.
საბჭოური აღწერის მიხედვით 1979 წელს იყო 28,300 ებრაელი, ხოლო 1989 წელს - 24,800. ამ უკანასკნელიდან 14,300 იყო ქართველი ებრაელი რომლებმაც შეინარჩუნეს თავიანთი ეთნიკური და რელიგიური თავისებურებები იმის მიუხედავად, რომ საუბრობდნენ თავიანთ მასპინძლების ენაზე. 1991 წლის ბოლოსათვის საქართველოში ცხოვრობდა 21,700 ებრაელი.
1993 წლის დასასრულისათვის საქართველოში ცხოვრობდა 14,500 ებრაელი. საქართველოდან ისრაელში ებრაელთა იმიგრაცია იყო მაღალი: 1992 წელს საქართველოდან ისრაელში წავიდა - 2,595 კაცი, ხოლო 1993 წელს - 3,750. ებრაელთა იმიგრაციამ საქართველოდან ამერიკის შეერთებულ შტატებში შეადგინა 1992 წელს 305 კაცი, ხოლო 1993 წელს - 345.
ტრადიციული რელიგია იუდეიზმია, მათი სალაპარაკო ენაა ივრითი.
კულტურა:
ისრაელს უკავია მსოფლიოში პირველი ადგილი იმ მეცნიერთა მიხედვით, რომლებმაც დაარეგისტრირეს პატენტები, მუზეუმებისა და კომპიუტერების მიხედვით ერთ სულზე.მათ ძალიან ბევრი გამოჩენილი ადამიანი ჰყავთ, ერთ–ერთია თეორიული ფიზიკის ფუძემდებელი ალბერტ აინშტაინი.
ტრადიციები:
ებრაელები ახალ წელს უწოდებენ როშ ხა–შანა_ს. ამ დღესასწაულზე აღნიშნავენ ქვეყნიერების შექმნას. ამ დღეს უფალი მსჯელობს ადამიანის ბედზე, ვინ უნდა იცხოვროს და ვინ არა. ღმერთი ყველას სიკეთეს უსურვებს. ის სიმბოლოა ახალი წლის დაწყებისა. როცა მშოფლიო აღნიშნავდა 2006 წელს ისინი აღნიშნავდნენ 5767 წელს. ებრაელური ტრადიციით აღინიშნება არაერთი არამედ მთელი 4 ახალი წელი. მისი აღნიშვნა იწყება შემოდგომაზე. ახალ წელს ისინი ცდილობენ ოჯახში ბედნიერების შეტანას. ერთ–ერთი ასეთი რიტუალია საახალწლო სუფრაზე–თევზის თავი, რომლის მცირე ნაწილიც უნდა გასინჯოთ, რათა ცხოვრების კარგი ორიენტირი გქონდეთ, გონება განგინათლდეთ, სამსახურში წინსვლა გქონდეთ. შემდეგია– კერძების გაფორმება მოხარშული და დაჭრილი სტაფილოთი რაც ოქროს ფულების იმიტაციას ქმნის და ფინანსურ წარმატებას გპირდებათ.
რელიგია უკრძალავს ებრაელებს, ისევე როგორც მუსლიმანებს ღორის ხორცის ჭამას. ეკრძალებათ ხორციანი და რძიანი პროდუქტების აღრევა. ხორციანი საჭმლის მოსამზადებლად ხმარობენ მხოლოდ საქონლისა და ბატის ცხიმს. ებრაული სამზარეულოს ერთ–ერთი ტიპიური კერძია „ფორშმაკი“ (გატარებული თევზი).
შემდეგი ტრადიციით 25 დეკემბერს აღნიშნავენ ხანუკას რომელიც გრძელდება 8 დღე , მაშინ როცა ქრისტიანულ სამყაროში შობის დღესასწაულია.ანთებენ სანთლებს. ეს დღე აღინიშნება იმპერატორ ანტიოქიაზე გამარჯვების ნიშნად 165 წელს ჩვენს წელთაღრიცხვამდე.
”პასეკი”ებრაელების ”აღდგომი”ს დღესასწაულია. ის ქრისტეს არდგომას ერთი კვირით ასწრებს და ასევე მოძრავია. პასეკს წინ უძღვის მარხვა, რომლისთვისაც წინასწარ იმზადებენ ”მაცას” (ხმიადი)
შემდეგი დღესასწაულია "პურიმ"–ყველაზე მხიარული. ამ დღეს ებრაელები მადლობას სწირავენ უფალს გადარჩენისათვის, აწყობენ ბალ–მასკარადებს, ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს. ეს ერთ–ერთი იმ დღეთაგანია სადაც მაგარი სასმელის მიღება შეუძლიათ. მთავარი გასამასპინძლებელი კერძია ტკბილი ფუნტუშეული ყაყაჩოს საკმაზით–ამენტაში.